მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში

აღსრულების სამართალი

პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა სააღსრულებო წარმოების ყველა ეტაპზე - კრედიტორებისა და მოვალეებისთვის

 

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ან პირიქით - სააღსრულებო პროცესში საკუთარი უფლებების დაცვა, ხშირად იურიდიულად ყველაზე რთული და დროში გაწელილი ეტაპია. სააღსრულებო წარმოება საქართველოში მოითხოვს გამოცდილ იურისტს, რომელიც ზედმიწევნით იცნობს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კერძო აღმასრულებლების პრაქტიკას.

L&L Consulting-ი გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას სააღსრულებო წარმოების სფეროში. ჩვენი მიზანია, ეფექტურად ვმართოთ პროცესი და დავიცვათ თქვენი ფინანსური თუ ქონებრივი ინტერესები - იქნება ეს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება, თუ მოვალის უფლებების დაცვა.

ჩვენი იურიდიული მომსახურება მოიცავს:

  • გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (კრედიტორებისთვის): სააღსრულებო ფურცლის წარდგენა, მოვალის აქტივების მოძიება, ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფა და აუქციონის პროცესის მკაცრი სამართლებრივი კონტროლი.

  • მოვალის ინტერესების დაცვა: აღმასრულებლის უკანონო ქმედებების გასაჩივრება, აუქციონის შეჩერება ან გაუქმება, ქონების გათავისუფლება ყადაღისგან და კრედიტორთან მორიგების პირობებზე შეთანხმება.

  • წარმომადგენლობა აღსრულების ორგანოებთან: სრული იურიდიული წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და კერძო აღმასრულებლებთან ურთიერთობაში.

  • სააღსრულებო დავები სასამართლოში: სამართალწარმოება ქონების აუქციონიდან გამოთხოვის, მესაკუთრის უფლებების დარღვევისა და სხვა სააღსრულებო დავებთან დაკავშირებით.

 

services