მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში
ენერგეტიკის სამართალი
იურიდიული მომსახურება განახლებადი ენერგიის პროექტებისა და ინვესტიციებისთვის საქართველოში
საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველი, თუმცა სპეციფიკური და რთული რეგულირებადი გარემოა.
L&L Consulting-ი უზრუნველყოფს თქვენი ენერგეტიკული პროექტების სრულ იურიდიულ მომსახურებას, საწყისი ლიცენზირებიდან დაწყებული PPA ხელშეკრულებებამდე. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მარეგულირებელ მოთხოვნებთან ადაპტაციასა და ენერგეტიკული ინვესტიციების უსაფრთხოდ განხორციელებაში.
ჩვენი იურიდიული მომსახურება მოიცავს:
-
ლიცენზიები და ნებართვები: ენერგეტიკული პროექტებისთვის (მათ შორის მშენებლობისა და ოპერირების ეტაპებზე) საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების პროცესის მართვა.
-
კანონმდებლობასთან შესაბამისობა (Compliance): კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.
-
განახლებადი ენერგიის პროექტები: ჰიდროელექტროსადგურების (ჰესები), მზისა და ქარის ენერგიის პროექტების სრული იურიდიული მხარდაჭერა და რისკების შეფასება.
-
PPA ხელშეკრულებები: ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებების (Power Purchase Agreements) პროფესიონალური მომზადება, ანალიზი და მოლაპარაკებების წარმოება.
-
წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში: კლიენტის ინტერესების დაცვა სემეკ-ში (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.
L&L Consulting გთავაზობთ გამორჩეულ იურიდიულ მომსახურებას
ჩვენი სერვისები