იურიდიული მომსახურება და ბიზნეს აუთსორსი
L&L Consulting კლიენტებს სთავაზობს იურიდიულ მომსახურებას როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის საქართველოში. ქვემოთ გაეცნობით ხშირად დასმულ კითხვებს ჩვენი იურიდიული კონსულტაციის, სასამართლოში წარმომადგენლობის, ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერისა და აუთსორს იურიდიული მომსახურების შესახებ.
L&L Consulting-ი იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს საქართველოში. ჩვენი ოფისი მუშაობს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, კორპორატიულ, სახელშეკრულებო, საოჯახო, სამემკვიდრეო, უძრავი ქონების, შრომით, საგადასახადო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტების მომზადებას, სამართლებრივ შეფასებას, მოლაპარაკებებში მონაწილეობასა და სასამართლოში წარმომადგენლობას.
ჩვენი იურიდიული კომპანია მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს. თუ გჭირდებათ ადვოკატი პირად ან ქონებრივ საკითხზე, ან ეძებთ იურიდიულ მომსახურებას კომპანიისთვის, ჩვენი გუნდი გთავაზობთ საჭიროებაზე მორგებულ სამართლებრივ დახმარებას.
ჩვენი საადვოკატო ბიურო ფოკუსირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალზე, ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერაზე, კორპორატიულ და სახელშეკრულებო საკითხებზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, შრომით და საგადასახადო საკითხებზე, ასევე მონაცემთა დაცვის მიმართულებაზე. მომსახურების ფორმატი განისაზღვრება კონკრეტული საქმისა და კლიენტის საჭიროებების მიხედვით.
დიახ, ჩვენი ადვოკატები უზრუნველყოფენ კლიენტების წარმომადგენლობას სასამართლოში სხვადასხვა კატეგორიის დავებზე. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს საქმის წინასწარ შეფასებას, სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებას, სარჩელისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადებას, მტკიცებულებებთან მუშაობასა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობას.
პირველადი იურიდიული კონსულტაცია არის უფასო, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან საიტზე მითითებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით. პირველადი კომუნიკაციის შემდეგ განისაზღვრება, საჭიროა თუ არა ოფისში შეხვედრა, ონლაინ კონსულტაცია ან სხვა ფორმატის იურიდიული დახმარება. დროული კონსულტაცია ხშირად ხელს უწყობს რისკების შემცირებას და სწორი სამართლებრივი გზის შერჩევას.
დიახ, ჩვენ გთავაზობთ ონლაინ იურიდიულ კონსულტაციას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის. ეს ფორმატი განსაკუთრებით მოსახერხებელია უცხოელი კლიენტებისთვის, ემიგრაციაში მყოფი პირებისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საქართველოში იურიდიული მომსახურება დისტანციურად სჭირდებათ. ონლაინ კონსულტაცია შესაძლებელია როგორც პირველადი შეფასებისთვის, ისე დოკუმენტების განხილვისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის.
დიახ, ჩვენი ოფისი მომსახურებას უწევს უცხოელ კლიენტებსაც. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე და სამართლებრივ დახმარებას ვთავაზობთ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში ბიზნესის დაწყებასთან, ხელშეკრულებებთან, უძრავ ქონებასთან, ბინადრობასთან და სხვა იურიდიულ პროცესებთან დაკავშირებით.
ბიზნეს აუთსორს იურიდიული მომსახურება გულისხმობს კომპანიის სამართლებრივ მომსახურებას გარე იურისტის ან საადვოკატო ბიუროს მიერ, შტატიანი იურისტის დაქირავების გარეშე. ეს ფორმატი განსაკუთრებით ეფექტურია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი ან პერიოდული იურიდიული დახმარება უფრო მოქნილი და პრაქტიკული მოდელით. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს ხელშეკრულებების მომზადებასა და გადახედვას, შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგებას, შრომით საკითხებს, მოთხოვნა-პრეტენზიებზე რეაგირებას, რისკების შეფასებასა და მიმდინარე იურიდიულ კონსულტაციას, ასევე სასამართლო/საარბიტრაჟო წარმომადგენლობას.
ჩვენ ბიზნესსა და კომპანიებს ვთავაზობთ კორპორატიულ იურიდიულ მომსახურებას როგორც ერთჯერადი, ისე აუთსორს ფორმატით. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს კომპანიის დაფუძნებას, პარტნიორთა შეთანხმებებს, ხელშეკრულებების მომზადებასა და ანალიზს, შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგებას, შრომით საკითხებს, მოთხოვნა-პრეტენზიებზე რეაგირებას, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის მხარდაჭერასა და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლობას. ბიზნესისთვის დროული იურიდიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რისკების სამართავად და საქმიანობის სტაბილურობისთვის.
კონფიდენციალურობის დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. კლიენტთან კომუნიკაციისას ჩვენ ვითვალისწინებთ მოქმედ კანონმდებლობასა და პროფესიული ეთიკის სტანდარტებს. ჩვენთან გაზიარებული ინფორმაცია განიხილება შესაბამისი კონფიდენციალურობით, რაც მნიშვნელოვანია როგორც პირადი სამართლებრივი საკითხების, ისე ბიზნეს აუთსორს იურიდიული მომსახურების ფარგლებში.
თუ თქვენი საკითხი ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებში არ მოიძებნა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ მითითებულ ნომერზე, ან გამოიყენეთ საკონტაქტო ფორმა, რათა მიიღოთ შესაბამისი იურიდიული კონსულტაცია. L&L Consulting-ი კლიენტებს სთავაზობს პროფესიულ სამართლებრივ მხარდაჭერას როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის.