მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში

შრომის სამართალი

დამსაქმებელთა და დასაქმებულთა იურიდიული დაცვა

 

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართლებრივად გამართული ურთიერთობა კომპანიის სტაბილურობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გარანტიაა. შრომის კოდექსის ზუსტი დაცვა და პრევენციული იურიდიული კონსულტაცია საუკეთესო გზაა ძვირადღირებული შრომითი დავების თავიდან ასარიდებლად.
ჩვენი გუნდი ღრმა ექსპერტიზით ეკიდება შრომის სამართლის ორივე მხარეს, ვეხმარებით დამსაქმებლებს რისკების მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში, ხოლო დასაქმებულებს მათი უფლებების დაცვაში.

იურიდიული მომსახურება დამსაქმებლებისთვის:

* სამართლებრივი დოკუმენტაცია:  შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების), შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის (GDPR) პოლიტიკის შემუშავება;
* კონსულტაცია და კანონმდებლობასთან შესაბამისობა:  მიმდინარე კონსულტაციები შრომის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სამსახურიდან განთავისუფლების პროცედურების სწორად წარმართვა;
* წარმომადგენლობა დავებზე:  კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, მედიაციასა თუ შრომის ინსპექციასთან დასაქმებულთან წარმოშობილი დავის დროს.

იურიდიული დახმარება დასაქმებულებისთვის:

* უკანონო განთავისუფლება:  სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების ბრძანების გასაჩივრება, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნა;
* დისკრიმინაცია და სამუშაო პირობები:  დისკრიმინაციის, შევიწროების, ზეგანაკვეთური ანაზღაურების გადაუხდელობის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის საქმეების წარმოება;
* ხელფასის დავალიანება:  დამსაქმებლისგან მიუღებელი ხელფასისა და სხვა კუთვნილი კომპენსაციების ამოღების პროცესის იურიდიული მართვა.

services