მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში

საგადასახადო სამართალი

საგადასახადო დავები, კონსულტაცია და ოპტიმიზაცია

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის სირთულე და შემოსავლების სამსახურის მუდმივად ცვალებადი პრაქტიკა ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. არასწორმა საგადასახადო დაგეგმვამ ან საგადასახადო შემოწმებისას დაშვებულმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება კრიტიკული ფინანსური სანქციები გამოიწვიოს.
L&L Consulting-ი გთავაზობთ არა მხოლოდ იურიდიულ დაცვას საგადასახადო დავის პროცესში, არამედ პროაქტიულ საგადასახადო კონსულტაციებს რისკების პრევენციისა და თქვენი ბიზნესის საგადასახადო ოპტიმიზაციისთვის.

ძირითადი მიმართულებები საგადასახადო სამართალში:

* საგადასახადო დავები და წარმომადგენლობა:   საგადასახადო შემოწმების (აუდიტის) პროცესში წარმომადგენლობა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის მომზადება და დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოს ყველა ინსტანციაში;
* საგადასახადო ოპტიმიზაცია და დაგეგმვა:  ბიზნეს სტრუქტურის შერჩევა, გარიგებების ანალიზი და საგადასახადო ტვირთის შემცირების ლეგალური სქემების შემუშავება (დღგ, მოგების, საშემოსავლო გადასახადი);
* საერთაშორისო დაბეგვრა:  ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების გამოყენება, არარეზიდენტი პირების დაბეგვრა და (Transfer Pricing) დოკუმენტაციის მომზადება;
* კრიპტოვალუტის და ციფრული აქტივების დაბეგვრა:  ფიზიკური და იურიდიული პირების კონსულტაცია მაინინგის, ვაჭრობის (trading) და სხვა კრიპტო შემოსავლების დაბეგვრის უახლესი პრაქტიკის შესახებ;
* მიმდინარე საგადასახადო კონსულტაცია (Retainer):  კომპანიების ყოველდღიური იურიდიულ-საგადასახადო მხარდაჭერა და რისკების მუდმივი მონიტორინგი.

services