მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში
სამეწარმეო სამართალი
ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერა და კომპანიის რეგისტრაცია
ბიზნესის დაწყება, მართვა თუ რეორგანიზაცია კომპლექსურ იურიდიულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. საქართველოში ბიზნესის ეფექტური წარმოებისთვის აუცილებელია კორპორატიული კანონმდებლობის ზუსტი ცოდნა, რათა თავიდან აირიდოთ როგორც სამართლებრივი, ასევე საგადასახადო რისკები.
თუ გჭირდებათ გამოცდილი ბიზნეს იურისტი კომპანიის რეგისტრაციისთვის, წესდების მოსამზადებლად თუ კორპორატიული დავისთვის, L&L Consulting-ი უზრუნველყოფს სრულ სამეწარმეო-სამართლებრივ მხარდაჭერას და თქვენი ბიზნეს ინტერესების სრულყოფილ დაცვას.
ჩვენი ძირითადი მომსახურებები მოიცავს:
* კომპანიის რეგისტრაცია და სტრუქტურირება: შპს, სს, ფილიალის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, წესდების და პარტნიორთა შეთანხმების მომზადება და იურიდიული მისამართის უზრუნველყოფა;
* კორპორატიული მართვა (Corporate Governance): დირექტორთა და პარტნიორთა კრების ოქმების მომზადება, წილის გასხვისება, კაპიტალის ზრდა/შემცირება და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხები;
* რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია: კომპანიების შერწყმა, გაყოფა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაციის პროცესის სრული იურიდიული მხარდაჭერა კანონმდებლობის სრული დაცვით;
* კორპორატიული დავები: წარმომადგენლობა სასამართლოში პარტნიორებს შორის დავების, წილის უკანონო გასხვისების, კომპანიიდან გარიცხვის ან მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხებზე;
* სალიცენზიო და სანებართვო მოპოვება: ბიზნეს საქმიანობისთვის საჭირო სპეციალური ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების პროცესში სრული იურიდიული დახმარება.
L&L Consulting გთავაზობთ გამორჩეულ იურიდიულ მომსახურებას
ჩვენი სერვისები