მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში

საბანკო სამართალი

კლიენტთა უფლებების დაცვა და დავები საბანკო სამართალში

 

ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან სამართლებრივი დავა იურიდიულად ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სფეროა, სადაც კლიენტი, როგორც წესი, არათანაბარ პირობებში იმყოფება.
კვალიფიციური იურიდიული მომსახურება აუცილებელია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელშეკრულებო პირობების გასაჩივრება, უკანონო საკომისიოების დაკისრება, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისგან დაცვა. ჩვენი გუნდის პრაქტიკა მიმართულია სწორედ ფიზიკური პირებისა და ბიზნესის ფინანსური ინტერესების დაცვაზე საფინანსო ინსტიტუტებთან დავებში.

იურიდიული მომსახურება მოიცავს:

* სასესხო და იპოთეკური დავები:  ბანკის მიერ სესხის პროცენტის ან პირგასამტეხლოს უსაფუძვლო დარიცხვის გასაჩივრება; იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შეჩერება ან გასაჩივრება.
* ხელშეკრულების პირობები:  საბანკო ხელშეკრულებებში  არსებული უსამართლო, ამბივალენტური ან კანონსაწინააღმდეგო პუნქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა;
* თავდებობის დავები:  თავდები პირის უფლებების დაცვა, თავდებობის ხელშეკრულების გასაჩივრება და არაპროპორციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება;
* ანგარიშების დაბლოკვა და უკანონო გადასახადები:  საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის ან ინკასოს კანონიერების შემოწმება და უკანონოდ ჩამოჭრილი საკომისიოებისა და მოსაკრებლების დაბრუნების მოთხოვნა;
* სესხის რესტრუქტურიზაციის მოლაპარაკებები:  ბანკთან მოლაპარაკების წარმოება კლიენტისთვის მისაღები რესტრუქტურიზაციის პირობების (მაგ. ვადის გაგრძელება, პროცენტის შემცირება) მისაღწევად.

services