მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და იურიდიული მომსახურება
ციფრულ ეპოქაში თქვენი ბრენდის, გამოგონების ან შემოქმედებითი ნაწარმოების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.
ჩვენი იურიდიული ოფისი გთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სრულ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში და საერთაშორისო დონეზე.
ჩვენი გამოცდილი იურისტები დაგეხმარებიან თქვენი უნიკალური აქტივების დროულ რეგისტრაციასა და უფლებების დაცვაში, რათა თქვენი ბრენდი, პროდუქტი და იდეა ყოველთვის იყოს დაცული კანონის ფარგლებში.
იურიდიული მომსახურება მოიცავს:
* სასაქონლო ნიშნები (ბრენდინგი): სასაქონლო ნიშნის (ლოგო, სახელი, სლოგანი) რეგისტრაცია „საქპატენტში“, ბრენდის დაცვა და უკანონო გამოყენების (კონტრაფაქცია) წინააღმდეგ სამართლებრივი დაცვა;
* საავტორო და მომიჯნავე უფლებები: ლიტერატურული, აუდიო/ვიზუალური ნაწარმოებების, პროგრამული უზრუნველყოფის (Software) დაცვა და სალიცენზიო ხელშეკრულებების მომზადება;
* პატენტები და გამოგონებები: საპატენტო განაცხადის მომზადება, რეგისტრაციის პროცესის სრული იურიდიული მხარდაჭერა და საპატენტო უფლებების დაცვა;
* ინტელექტუალური საკუთრების დავები: წარმომადგენლობა სასამართლოში, „საქპატენტის“ აპელაციის პალატასა და საბაჟო სამსახურში პლაგიატის ან უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევებში.
L&L Consulting გთავაზობთ გამორჩეულ იურიდიულ მომსახურებას
ჩვენი სერვისები