მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში
აღსრულების სამართალი
სააღსრულებო წარმოება და იურიდიული მომსახურება
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ან პირიქით, სააღსრულებო წარმოებისას საკუთარი უფლებების დაცვა ხშირად იურიდიულად ყველაზე რთული და დროში გაწელილი პროცესია.
სააღსრულებო წარმოება საქართველოში მოითხოვს გამოცდილ იურისტს, რომელიც კარგად ფლობს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კერძო აღმასრულებლების პრაქტიკას.
L&L Consulting-ი გთავაზობთ სააღსრულებო წარმოების სფეროში სრულ იურიდიულ მომსახურებას, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებიდან დაწყებული, მოვალის ინტერესების დაცვითა და სასამართლოში წარმომადგენლობით დასრულებული. ჩვენი მიზანია თქვენი ფინანსური ინტერესების დაცვა და პროცესის ეფექტური მართვა კანონის სრული დაცვით.
იურიდიული მომსახურება მოიცავს:
* გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (კრედიტორისთვის): სააღსრულებო ფურცლის წარდგენა, მოვალის აქტივების მოძიება, ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფა და აუქციონის პროცესის სამართლებრივი კონტროლი;
* მოვალის ინტერესების დაცვა: აღმასრულებლის უკანონო ქმედებების გასაჩივრება, აუქციონის შეჩერება ან გაუქმება, ქონების გათავისუფლება ყადაღისგან და მორიგების პირობების შეთანხმება;
* წარმომადგენლობა აღსრულების ორგანოებთან: სრული იურიდიული წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და კერძო აღმასრულებლებთან ურთიერთობაში;
* სააღსრულებო დავები სასამართლოში: სამართალწარმოება ქონების აუქციონიდან გამოთხოვის, მესაკუთრის უფლებების დარღვევისა და სხვა სააღსრულებო დავებთან დაკავშირებით.
L&L Consulting გთავაზობთ გამორჩეულ იურიდიულ მომსახურებას
ჩვენი სერვისები