მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში
სახელშეკრულებო სამართალი
ხელშეკრულებების მომზადება, ანალიზი და სახელშეკრულებო დავები
სამართლებრივად გამართული და ზუსტი ხელშეკრულება ნებისმიერი ბიზნეს ურთიერთობისა თუ პირადი გარიგების ფუნდამენტია. ჩვენი პრაქტიკა ფოკუსირებულია კომპლექსური კონტრაქტების მომზადებაზე, არსებულის ანალიზსა (Due Diligence) და მოლაპარაკებების წარმოებაზე, რათა სრულად დავიცვათ თქვენი კომერციული ინტერესები და მინიმუმამდე დავიყვანოთ სამომავლო დავების რისკი.
ჩვენ ვმუშაობთ ყველა ტიპის ხელშეკრულებაზე, მათ შორის:
* კომერციული კონტრაქტები: ნასყიდობის, მომსახურების, დისტრიბუციის, იჯარისა და ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებების შედგენა და სამართლებრივი ანალიზი;
* სამშენებლო და უძრავი ქონების გარიგებები: სამშენებლო (FIDIC) კონტრაქტები, უძრავი ქონების წინასწარი და საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება-რევიზია;
* სასესხო და ფინანსური შეთანხმებები: სესხის, იპოთეკის, გირავნობის ხელშეკრულებები და ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება;
* სახელშეკრულებო დავები: წარმომადგენლობა სასამართლოში ხელშეკრულების დარღვევის (Breach of Contract), ზიანის ანაზღაურების, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და კონტრაქტის ბათილობის საკითხებზე;
* მოლაპარაკებების წარმოება: იურიდიული მხარდაჭერა გარიგების დადების პროცესში თქვენთვის საუკეთესო პირობების უზრუნველსაყოფად.
L&L Consulting გთავაზობთ გამორჩეულ იურიდიულ მომსახურებას
ჩვენი სერვისები