უფროსი იურისტი
სალომე ჩხეიძე
სალომე ჩხეიძე L&L Consulting-ის გუნდის მთავარი იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
სალომეს გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიაში. მერიაში მუშაობის პერიოდში, მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვა იყო — სალომე აქტიურად უზრუნველყოფდა მერიის წარმომადგენლობას სასამართლოში მიმდინარე დავებზე.
აკადემიური მიმართულებით, სალომე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
მისი პროფესიული ბიოგრაფია ასევე მოიცავს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას. სალომე გახლდათ DAAD-ის სტიპენდიატი, რის ფარგლებშიც ქ. იენაში (გერმანია) ჩაატარა ერთთვიანი კვლევა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.
გარდა ამისა, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო გაცვლითი სემინარის ფარგლებში, სალომემ წარადგინა სამართლებრივი მოხსენება თემაზე: „ქალთა კვოტირება პოლიტიკაში“.
სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური.