მოგესალმებით შესაძლებლობების სივრცეში
საგადასახადო სამართალი
საგადასახადო დავები, კონსულტაცია და ოპტიმიზაცია
საქართველოს საგადასახადო კოდექსის სირთულე და შემოსავლების სამსახურის მუდმივად ცვალებადი პრაქტიკა ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. არასწორმა საგადასახადო დაგეგმვამ ან საგადასახადო შემოწმებისას დაშვებულმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება კრიტიკული ფინანსური სანქციები გამოიწვიოს.
L&L Consulting-ი გთავაზობთ არა მხოლოდ იურიდიულ დაცვას საგადასახადო დავის პროცესში, არამედ პროაქტიულ საგადასახადო კონსულტაციებს რისკების პრევენციისა და თქვენი ბიზნესის საგადასახადო ოპტიმიზაციისთვის.
ძირითადი მიმართულებები საგადასახადო სამართალში:
* საგადასახადო დავები და წარმომადგენლობა: საგადასახადო შემოწმების (აუდიტის) პროცესში წარმომადგენლობა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის მომზადება და დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოს ყველა ინსტანციაში;
* საგადასახადო ოპტიმიზაცია და დაგეგმვა: ბიზნეს სტრუქტურის შერჩევა, გარიგებების ანალიზი და საგადასახადო ტვირთის შემცირების ლეგალური სქემების შემუშავება (დღგ, მოგების, საშემოსავლო გადასახადი);
* საერთაშორისო დაბეგვრა: ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების გამოყენება, არარეზიდენტი პირების დაბეგვრა და (Transfer Pricing) დოკუმენტაციის მომზადება;
* კრიპტოვალუტის და ციფრული აქტივების დაბეგვრა: ფიზიკური და იურიდიული პირების კონსულტაცია მაინინგის, ვაჭრობის (trading) და სხვა კრიპტო შემოსავლების დაბეგვრის უახლესი პრაქტიკის შესახებ;
* მიმდინარე საგადასახადო კონსულტაცია (Retainer): კომპანიების ყოველდღიური იურიდიულ-საგადასახადო მხარდაჭერა და რისკების მუდმივი მონიტორინგი.
L&L Consulting გთავაზობთ გამორჩეულ იურიდიულ მომსახურებას
ჩვენი სერვისები